გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი უკრაინის ომის მეორე წლისთავზე ოდესაში მოულოდნელი ვიზიტით ჩავიდა.
ბერბოკი ოდესაში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან, დმიტრო კულებასთან ერთად ჩავიდა.
ომის დაწყების შემდეგ ეს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მეექვსე ვიზიტია უკრაინაში.
ჟურნალისტებთან საუბრისას კულებამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ „უკრაინის გამარჯვებისთვის საჭირო ყველა გადაწყვეტილება მიღებული იქნება“ და გერმანია „აქ მთავარ როლს ითამაშებს“.
„731 დღე, ორი წლის განმავლობაში პუტინს სურდა უკრაინის ხალხის გატეხა. უკრაინელები არასოდეს ყოფილან ასე ერთიანი, ჩვენ, როგორც ევროპელები, არასდროს ვყოფილვართ ასე ერთიანი”, – აღნიშნა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა.
ბერბოკმა და კულებამ მოინახულეს ოდესის პორტი და ფერისცვალების ტაძარი, რომლებიც რუსული დაბომბვის შედეგად განადგურდა.
დღეს უკრაინის მხარდასაჭერად კიევში იმყოფებიან სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები, მათ შორის ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, კანადის, იტალიისა და ბელგიის პრემიერ-მინისტრები.