ანალენა ბერბოკი - ნატო ყოველთვის მკაფიოდ აცხადებდა ღია კარის პოლიტიკაზე, ამავდროულად, ისიც ნათელია, რომ შუა ომის დროს ჩვენ არ შეგვიძლია ახალ წევრობაზე საუბარი
ნატო ყოველთვის მკაფიოდ აცხადებდა ღია კარის პოლიტიკაზე, ამავდროულად, ისიც ნათელია, რომ შუა ომის დროს ჩვენ არ შეგვიძლია ახალ წევრობაზე საუბარი, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა განაცხადა.
აღნიშნული განცხადება მან ოსლოში, ნატო-ს საგარეო საქმეთა არაფორმალური მინისტერიალის დაწყებამდე გააკეთა.
„რუსეთის აგრესიული ომის შედეგად, ნატო-სა და უკრაინას შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო გააქტიურდა. რასაც ნატო ყოველთვის მკაფიოდ აცხადებდა, არის ღია კარის პოლიტიკა და, ამავდროულად, ისიც ნათელია, რომ შუა ომის დროს ჩვენ არ შეგვიძლია ახალ წევრობაზე საუბარი“, – აღნიშნა ანალენა ბერბოკმა.