ანალენა ბერბოკი – ნატო ყოველთვის მკაფიოდ აცხადებდა ღია კარის პოლიტიკაზე, ამავდროულად, ისიც ნათელია, რომ შუა ომის დროს ჩვენ არ შეგვიძლია ახალ წევრობაზე საუბარი

13:29, 01.06.2023

ნატო ყოველთვის მკაფიოდ აცხადებდა ღია კარის პოლიტიკაზე, ამავდროულად, ისიც ნათელია, რომ შუა ომის დროს ჩვენ არ შეგვიძლია ახალ წევრობაზე საუბარი, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა განაცხადა.

აღნიშნული განცხადება მან ოსლოში, ნატო-ს საგარეო საქმეთა არაფორმალური მინისტერიალის დაწყებამდე გააკეთა.

„რუსეთის აგრესიული ომის შედეგად, ნატო-სა და უკრაინას შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო გააქტიურდა. რასაც ნატო ყოველთვის მკაფიოდ აცხადებდა, არის ღია კარის პოლიტიკა და, ამავდროულად, ისიც ნათელია, რომ შუა ომის დროს ჩვენ არ შეგვიძლია ახალ წევრობაზე საუბარი“, – აღნიშნა ანალენა ბერბოკმა.

მსგავსი