ანალენა ბერბოკი - აღმოვაჩინეთ, რომ რაციონალური გადაწყვეტილებებით, რომლებზეც თანხმდებიან ცივილიზებული მთავრობები, უკრაინაში ომის დასრულება ვერ მოხერხდება
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების სუსტი ეფექტით იმედგაცრუებულია.
„ეკონომიკურ სანქციებს უნდა ჰქონდეს ეკონომიკური ეფექტი, მაგრამ ეს ასე არაა, რადგან ავტოკრატიულ ქვეყნებში დემოკრატიული ქვეყნების ლოგიკა არ მუშაობს“, – განაცხადა ანალენა ბერბოკმა ჟურნალისტ შტეფან ლამბისთან ინტერვიუში.
ანალენა ბერბოკის თქმით, რაციონალური ზომებით უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულება ვერ მოხერხდება.
„ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ რაციონალური გადაწყვეტილებებით, რაციონალური ზომებით, რომლებზეც თანხმდებიან ცივილიზებული მთავრობები, ამ ომის დასრულება ვერ მოხერხდება“, – აღნიშნა ანალენა ბერბოკმა.