ანალენა ბერბოკი - ჩინეთი სულ უფრო ხდება სისტემური მეტოქე, ვიდრე სავაჭრო პარტნიორი და კონკურენტი
მეტი, ვიდრე შოკისმომგვრელი, – ასე შეაფასა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა ჩინეთში ვიზიტი და აღნიშნა, რომ ჩინეთი სულ უფრო ხდება სისტემური მეტოქე, ვიდრე სავაჭრო პარტნიორი და კონკურენტი.
ანალენა ბერბოკის თქმით, ჩინეთი გერმანიის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ის გერმანიის ყველაზე მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორიცაა.
გერმანიის პარლამენტში გამოსვლისას, ბერბოკმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ გერმანიის მთავრობას სურს ჩინეთთან მუშაობა, მაგრამ არ სურს წარსული შეცდომების გამეორება, როგორიც იყო, მაგალითისთვის, „ვაჭრობის გზით ცვლილებების“ კონცეფცია, რომლის თანახმადაც, დასავლეთს შეუძლია ავტორიტარულ რეჟიმებში ვაჭრობის გზით პოლიტიკური ცვლილებების მიღწევა.
მან ასევე განაცხადა, რომ ჩინეთი უფრო რეპრესიული ხდება ქვეყნის შიგნით და აგრესიული – ქვეყნის გარეთ.
როგორც გერმანელმა დიპლომატმა განაცხადა, ჩინეთს ეკისრება პასუხისმგებლობა, იმუშაოს მსოფლიოში მშვიდობისთვის, განსაკუთრებით კი გამოიყენოს თავისი გავლენა რუსეთზე უკრაინასთან ომში.
გერმანია მიესალმება პეკინის დაპირებას, არ მიაწოდოს რუსეთს იარაღი, თუმცა ბერლინი დააკვირდება, თუ როგორ შეძლებს ჩინეთი ამ დაპირების შესრულებას.