ანალენა ბერბოკი - ჩამოვედი არა მხოლოდ, როგორც გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, არამედ ამ ქვეყნის მეგობარი, რომელიც მხარს დაუჭერს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას
გავიმეორებ იმას, რაც აღვნიშნე – ჩამოვედი არა მხოლოდ, როგორც გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, არამედ ამ ქვეყნის მეგობარი, რომელიც მხარს დაუჭერს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას. განსაკუთრებით იმ მოვლენებზე, რომლებიც რთულია მხარდასაჭერად, – ასე უპასუხა ანალენა ბერბოკმა საქართველოს პირველი არხის შეკითხვას, რომელიც გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გუშინ გავრცელებულ განცხადებას ეხებოდა.
კერძოდ, განცხადებაში ანალენა ბერბოკი აღნიშნავს, რომ გერმანია საქართველოს პროევროპული კურსიდან აცდენის მცდელობებს ხედავს.
ჟურნალისტმა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს მიმართა კითხვით, დაეკონკრეტებინა, რას გულისხმობდა საქართველოს კურსიდან აცდენაში.
„მეგობრობა არ არის მხოლოდ კარგი ამინდი, რომლის ფონზეც დაჯდები და რაღაც გაგიხარდება, რაღაცას აღნიშნავ, მაშინაც უნდა მოხდეს ეს, როდესაც ქარიშხალი ამოვარდება. ევროკავშირი, საქართველო, გერმანია ყველაფერს გააკეთებენ ერთობლივად, რათა საქართველო მივიდეს ევროკავშირამდე. ჩვენ 12 პუნქტად ჩამოვაყალიბეთ ყველაფერი, ასევე ვენეციის კომისიამ დაადასტურა, რომ ეს უნდა გაგრძელდეს. მართლმსაჯულების სფერო, სიტყვის თავისუფლება – ეს არის გზა ევროკავშირისკენ, რაც ნიშნავს, რომ სარეფორმო ნაბიჯები ერთობლივად უნდა გადაიდგას. ეს არ არის მარტივი გზა, აუცილებელია რეფორმების განხორციელება, განსაკუთრებით დაუშვებელია გარედან ყოველი განწყობის ბოროტად გამოყენება. ამიტომ კიდევ ერთხელ ვთქვი ჩემი სათქმელი. ამაზე გასული კვირების, თვეების განმავლობაშიც ძალიან ღიად, გახსნილად ვსაუბრობდით მე და ილია დარჩიაშვილი“, – განაცხადა ანალენა ბერბოკმა.