ანალენა ბერბოკი აზერბაიჯანს მოუწოდებს ყარაბაღში საერთაშორისო დამკვირვებლების დაშვებისკენ
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა მოუწოდა აზერბაიჯანს ყარაბაღში საერთაშორისო დამკვირვებლების დაშვებისკენ. ამის შესახებ „როიტერი“ წერს.
ამასთან, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ გაზრდის ჰუმანიტარულ დახმარებას წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტისთვის.
„მე გადავწყვიტე, კიდევ ერთხელ მნიშვნელოვნად გავზარდო ჩვენი ჰუმანიტარული დახმარება და გავზარდო ჩვენი დამატებითი დაფინანსება წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტისთვის ორიდან ხუთ მილიონ ევრომდე“, – აღნიშნა ბერბოკმა.