ანაკლიის საკარანტინო სივრციდან კლინიკა „ბომონდში“ გადაყვანილ მოქალაქეს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
ანაკლიის საკარანტინო სივრციდან ქუთაისში, კლინიკა „ბომონდში“ გადაყვანილ აფხაზეთში მცხოვრებ მოქალაქეს კორონავირუსი არ დაუდასტურდა.
აფხაზეთიდან, კერძოდ გალის რაიონიდან, „ცხელების ცენტრში“ კიდევ ერთი პაციენტი, 38 კვირის ორსული იმყოფება. მას უკვე აუღეს შესაბამისი ანალიზი.
კლინიკა „ბომონდის“ „ცხელების ცენტრში“ თვითდინებით შესული ორი მოქალაქის ლაბორატორიული კვლევის შედეგებსაც ელოდებიან.
მოქალაქეებმა კლინიკას ცხელებით მიმართეს.
საეჭვო სიმპტომების მქონე სამი პაციენტის კვლევის შედეგები ხვალ გახდება ცნობილი.