ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის დაწყების ოფიციალური ღონისძიება გაიმართება
ანაკლიაში, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის სამშენებლო სამუშაოების დაწყების ოფიციალური ღონისძიება გაიმართება.
ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, მთავრობის წარმომადგენლები, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე და კონსორციუმის მენეჯმენტი დაესწრებიან.
პორტის მშენებლობის დაწყების ოფიციალური ღონისძიება დღეს 14:00 საათზე დაიწყება.
პროექტი, რომელიც ახალი აბრეშუმის გზის შემადგენელი ნაწილი იქნება, ეკოლოგიური სტანდარტების დაცვით უნდა განხორციელდეს. ანაკლიაში პირველი გემის მიღებას ორ წელიწადში გეგმავენ, მშენებლობის პირველი ფაზა კი, 2020 წლის ბოლოს დასრულდება. მხოლოდ პირველ ეტაპზე, ინვესტორები პროექტში 500 მილიონ დოლარზე მეტს აბანდებენ.
ანაკლიაში პორტის მშენებლობა იწყება – რა უნდა ვიცოდეთ ახალ პროექტზე