ანაკლიის ელექტრონული მუსიკის ფესტივალი – Anaklia Echowaves ბიუჯეტიდან 2 559 600 ლარით ფინანსდება.
მთავრობის განკარგულების მიხედვით, თანხა პროექტ „ჩექ ინ ჯორჯიას“ (Check in Georgia) ფარგლებში, საჯარო სამართლის იურიდიულ პირის – „შემოქმედებითი საქართველოს“ მიერ გამოიყოფა.
განკარგულებაში მითითებულია, რომ ფესტივალი ტურისტულად მნიშვნელოვანი კულტურული ღონისძიებაა.
ანაკლია ელექტრონული მუსიკის ფესტივალს წელს 22-25 აგვისტოს უმასპინძლებს. ფესტივალის სტუმრებს შორის არიან Nina Kraviz, Ben Klock, ROØDHÅD და Adriatique.