ანაკლია-განმუხურის ტერიტორიაზე GEM FEST-ის გამართვა 9-12 აგვისტოს იგეგმება
ანაკლია-განმუხურის ტერიტორიაზე GEM FEST-ის გამართვა 9-12 აგვისტოს იგეგმება

მუსიკალური ფესტივალი GEM FEST-ი 9-12 აგვისტოს გაიმართება. ინფორმაციას ფესტივალის დამფუძნებელი გიორგი სიგუა ავრცელებს.

ელექტრონული მუსიკის ფესტივალი ტრადიციულად ანაკლია-განმუხურის ტერიტორიაზე ჩატარდება.

გიორგი სიგუას განცხადებით, ფესტივალზე სოხუმიდან ორი დიჯეის მოწვევა იგეგმება.

GEM FEST-ი წელს Check In Georgia-ს ფარგლებში აღარ გაიმართება. შარშან ფესტივალი სკანდალში გაეხვა. მუსიკალურ ფესტივალზე განთავსებული ობიექტების მფლობელებმა ფესტივალზე იზარალეს. დახურული ობიექტების მეპატრონეების ნაწილმა ფესტივალის წინააღმდეგ სამართლებრივი დავაც დაიწყო. ბრალდებების მთავარი ადრესატი კი მუსიკალური ფესტივალის ორგანიზატორი იყო.