დიმიტრი ქუმსიშვილი - როგორც ვიცი, Gem Fest-ის ბრენდთან დაკავშირებითაც პრობლემებია
დიმიტრი ქუმსიშვილი - როგორც ვიცი, Gem Fest-ის ბრენდთან დაკავშირებითაც პრობლემებია

ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ანაკლიაში წელს დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრა.

„წელს ანაკლიაში გვექნება გარდამავალი პერიოდი. გვექნება სამი ან ორი მოკლე შაბათ-კვირა, როდესაც გვექნება მნიშვნელოვანი ღონისძიებები და ერთი გრძელი, 4-დღიანი ფესტივალი. თუმცა, ამის შემდეგ, ჩვენ გამოვაცხადებთ 3 ან 5-წლიან მხარდაჭერის პროგრამას იმისთვის, რომ ფესტივალი, რომელიც შემდგომში ჩამოყალიბდება ანაკლიის მიმართულებით, იყოს მდგრადი და ის მსოფლიო რუკაზე დამკვიდრდეს, როგორც წარმატებული და საქართველოს წარმომჩენი ფესტივალი“, – აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

რაც შეეხება Gem Fest-ს, რომელიც ანაკლიაში ბოლო წლებში ტარდებოდა, მასთან სახელმწიფო თანამშრომლობას არ გეგმავს.

„Gem Fest-თან მიმართებით, როგორც ჩემთვის ცნობილია, იქ თვითონ ბრენდთან დაკავშირებითაც პრობლემებია. გასარკვევია, თუ ვის ეკუთვნის ბრენდი. ამასთან, მინდა დავარწმუნო ზუგდიდის და ანაკლიის მოსახლეობა, რომ ჩვენი ყურადღება იქნება მაქსიმალური, დატვირთულობა იქნება მაქსიმალური. გარდა კონკრეტული შაბათ-კვირებისა, ძალიან ბევრი ღონისძება იქნება“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

დატოვე კომენტარი