ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში ამ დროისთვის 19 პირი იმყოფება
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში ამ დროისთვის 19 პირი იმყოფება.
რეგიონში თვითიზოლაციაში რჩება 167 ადამიანი.
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, საკომენდანტო საათის დროს გადაადგილების წესების დარღვევისათვის ბოლო 24 საათში დაჯარიმდა ერთი პირი.