სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში ამ დროისთვის 75 პირი იმყოფება. რაც შეეხება თვითიზოლაციას, რეგიონში ამ დროის მონაცემებით, 40 პირია თვითიზოლაციაში.
გუშინ, ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გამოიკვლიეს 26 ნიმუში. არც ერთი ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეგრელო–ზემო სვანეთის განყოფილების მიერ დღეს რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში დამატებით ბიოლოგიური მასალების აღება მოხდება.