სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში ამ დროისთვის 61 პირი იმყოფება. რაც შეეხება თვითიზოლაციას, რეგიონში ამ დროის მონაცემებით, 18 პირია თვითიზოლაციაში. სულ ეპიდზედამხედველობა დამყარდა 1 730 მოქალაქეზე.
ამასთან, როგორც სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში აცხადებენ, გუშინ, ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გამოიკვლიეს 95 ნიმუში. გამოკვლეულთა შორის 51 მედიკოსია, საკარანტინო სივრციდან 15, თვითიზოლაციიდან არის ათი პირი, ხოლო 19 პაციენტია.
პაციენტებიდან სამი ეკუთვნის მძღოლის კლასტერს, აქედან ერთი გამოჯანმრთელდა ორზე კი სუსტად დადებითი პასუხია და ამ ორ პაციენტს ხელახლა ჩაუტარდება კვლევა.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეგრელო–ზემო სვანეთის განყოფილების მიერ დღეს რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში დამატებით ბიოლოგიური მასალების აღება მოხდება.