სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში ამ დროისთვის 142 პირი იმყოფება.
ამასთან, რეგიონში 174 პირია თვითიზოლაციაში. თვითიზოლაცია მოეხსნა 889 მოქალაქეს.
გუშინ 57 ადამიანს ჩაუტარდა ტესტირება კორონავირუსზე და ყველა პასუხი უარყოფითია.
რეგიონში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმით დადგენილი მოთხოვნების დარღვევისათვის ოთხი პირი დაჯარიმდა – თვითიზოლაციის წესების დარღვევისათვის ერთი, კომენდანტის საათის დროს გადაადგილების წესების დარღვევისათვის კი, სამი ადამიანი.