ანაკლია-განმუხურის კარანტინის სივრცე დღეს 21 ადამიანმა დატოვა.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ზუგდიდის ცენტრის ინფორმაციით, ამ დროისთვის სამეგრელო-ზემო სვანეთის საკარანტინო სივრცეებში 50 მოქალაქე რჩება.
შემცირდა რეგიონში თვითიზოლაციაში მყოფთა რიცხვიც და 115-ს შეადგენს.
თვითიზოლაციის პერიოდის გასვლის გამო ზედამხედველობა 752 ადამიანს მოეხსნა.
ამასთან, ცენტრის ინფორმაციით, რეგიონიდან ქვეყნის სხვადასხვა საკარანტინო სივრცეში 291 ადამიანი არის გადაყვანილი.
ასევე, დღეს ახალ კორონავირუსზე კვლევის მიზნით, ლუგარის ლაბორატორიაში ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში მყოფი ორი ადამიანის სინჯები გაიგზავნება. ორივე ინფიცირებული სპორტსმენის პირველად კონტაქტს წარმოადგენს.