ანაკლია-განმუხურის კარანტინის სივრცე 21 ადამიანმა დატოვა 
ანაკლია-განმუხურის კარანტინის სივრცე 21 ადამიანმა დატოვა 

ანაკლია-განმუხურის კარანტინის სივრცე დღეს 21 ადამიანმა დატოვა.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ზუგდიდის ცენტრის ინფორმაციით, ამ დროისთვის სამეგრელო-ზემო სვანეთის საკარანტინო სივრცეებში 50 მოქალაქე რჩება.

შემცირდა რეგიონში თვითიზოლაციაში მყოფთა რიცხვიც და 115-ს შეადგენს.

თვითიზოლაციის პერიოდის გასვლის გამო ზედამხედველობა 752 ადამიანს მოეხსნა.

ამასთან, ცენტრის ინფორმაციით, რეგიონიდან ქვეყნის სხვადასხვა საკარანტინო სივრცეში 291 ადამიანი არის გადაყვანილი.

ასევე, დღეს ახალ კორონავირუსზე კვლევის მიზნით, ლუგარის ლაბორატორიაში ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში მყოფი ორი ადამიანის სინჯები გაიგზავნება. ორივე ინფიცირებული სპორტსმენის პირველად კონტაქტს წარმოადგენს.