თურქეთის ხელისუფლებამ სამხედრო ტექნიკის კოლონა სირიასთან საზღვრის სიახლოვეს გადაისროლა – ამის შესახებ სააგენტო Anadolu იტყობინება.
სააგენტოს წყარო თურქეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობს, რომ თურქეთის ხელისუფლებამ სასაზღვრო დანაყოფების გაძლიერების მიზნით ტანკები გადაისროლა.
Anadolu-მ გადაიღო ხუთი ტანკი, რომელიც საზღვრისკენ გადაჰქონდათ. სამხედრო ტექნიკა ქვეყნის სამხრეთით, ჰათაის პროვინციაში გადააქვთ.
იქამდე, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თუკი პირობა არ შესრულდება და ტერორისტები არ ჩაბარდებიან, თურქეთის არმიამ შესაძლოა, სირიელი ქურთების წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებები დაიწყოს.