თურქეთმა აპრილის თვეში 115 ტერორისტის განეიტრალება მოახერხა. ინფორმაციას ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით, სააგენტო „ანადოლუ“ ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, განეიტრალებულ ტერორისტებს შორის რვა მეთაურია.
თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესმდივნის, ისმაილ ჩათაქლის განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით ათი ათასზე მეტი ოპერაცია ჩატარდა.
გარდა ამისა, „ანადოლუს“ ინფორმაციით, გასულ თვეს პოლიციის მიერ 11 მილიონზე მეტი შემოწმება განხორციელდა მთავრობის მიერ დაწესებული „კოვიდ-19“-ის რეგულაციების უზრუნველსაყოფად.