ანა ნაცვლიშვილი - ვისურვებდი, შალვა პაპუაშვილი გამოვიდეს „ქართული ოცნების“ სპიკერის ჩარჩოებიდან და გადაიქცეს პარლამენტის სპიკერად
ანა ნაცვლიშვილი - ვისურვებდი, შალვა პაპუაშვილი გამოვიდეს „ქართული ოცნების“ სპიკერის ჩარჩოებიდან და გადაიქცეს პარლამენტის სპიკერად

შალვა პაპუაშვილის დღევანდელი განცხადება და მისი ფიქრებიც აჩვენებს, რომ ის არის პარტიულ ნაჭუჭში დარჩენილი, რაც არის ძალიან ცუდი საყურებელი, როდესაც მას ოფიციალურად უკავია პარლამენტის თავმჯდომარის პოსტი, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.

როგორც ანა ნაცვლიშვილმა აღნიშნა, შალვა პაპუაშვილმა უნდა გააცნობიეროს ის ძალიან საპატიო და მნიშვნელოვანი პოზიცია, რომელიც მას, როგორც ინსტიტუტის სპიკერს აქვს.

„მოუხედავად იმისა, რომ ჩემი მხარდაჭერა მთელი რიგი მიზეზების გამო არ ჰქონია, ვისურვებდი, რომ გამოვიდეს „ქართული ოცნების“ სპიკერის ჩარჩოებიდან და გადაიქცეს პარლამენტის სპიკერად. მისი განცხადებები დღეს არის „ქართული ოცნების“ სპიკერის განცხადებები. ვისურვებდი გააცნობიეროს ის ძალიან საპატიო და მნიშვნელოვანი პოზიცია, რომელიც მას, როგორც ინსტიტუციის სპიკერს აქვს. მისი დღევანდელი განცხადებაც და მისი ფიქრებიც აჩვენებს, რომ ის არის პარტიულ ნაჭუჭში დარჩენილი, რაც არის ძალიან ცუდი საყურებელია, როდესაც მას ოფიციალურად უკავია პარლამენტის თავმჯდომარის პოსტი“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.