ანა ნაცვლიშვილი - ვართ ღირებულებების ერთგული, რომელთა ირგვლივაც ოპოზიცია გაერთიანდა, „ლელო“ ამ პროცესების ავანგარდშია
ვართ იმ პრინციპების და ღირებულებების ერთგული, რომელთა ირგვლივაც ოპოზიცია გაერთიანდა, „ლელო“ არა მხოლოდ ამ ერთობაშია, არამედ ამ პროცესების ავანგარდშია, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მან ოპოზიციის ერთობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ლელოს“ პოზიცია არ შეუცვლია.
„პოლიტიკური პოზიციის თვალსაზრისით, „ლელო“ არის იქ, სადაც ვიყავით გაყალბებული არჩევნების პირველსავე დღეს. ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენ ეს პოზიცია არ შეგვიცვლია. ვართ იმ პრინციპების და ღირებულებების ერთგული, რომელთა ირგვლივაც მოხდა ოპოზიციის გაერთიანება და მიგვაჩნია, რომ ამ პრინციპულ ბრძოლაში ერთ-ერთი უმთავრესი არის ერთობის შენარჩუნება ოპოზიციაში. „ლელო“ არა მხოლოდ ამ ერთობაშია, არამედ ამ პროცესების ავანგარდშია. ჩვენ ყოველთვის ვიყავით იმის მომხრე, რომ ერთიანი ფორმატით და ერთიანი პოზიციით ყოფილიყო ნებისმიერი შეჯერება.
მე დიდი პატივისცემის მიუხედავად მედიასთან, მაყურებელთან, მივიღე გადაწყეტილება, რომ ამ საკითხებზე – ვინ სად მიდის, ვინ ვის ხვდება, ვინ რა სამუშაო ფორმატს აკეთებს – დეტალურად აღარ გავაკეთო კომენტარები. ქვეყანაში ძალიან ბევრი სხვა მნიშნვnელოვანი თემაა, რომელიც ყველას ყურადღების მიღმა რჩება იმიტომ, რომ მთლიანად ამოავსო ბოიკოტმა საჯარო სივრცე.
ჩვენ არ აგვიყირავებია მაგიდა, შესაბამისად, თუ ჩაინიშნება მეხუთე რაუნდი იმ ფoრმატში, რა ფორმატშიც იყო და ფასილიტატორი ელჩების ჩართულობით, ვნახავთ ეს როგორ განვითარდება“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.