ანა ნაცვლიშვილი - თამარ ჟვანიას ერთადერთი, რაც შეუძლია, გააკეთოს უკეთესი საარჩევნო გარემოსთვის და სახელმწიფოსთვის, ეს არის გადადგომა
ოპოზიციონერი დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი ცესკო-ს თავმჯდომარეს, თამარ ჟვანიას ურჩევს, თანამდებობიდან გადადგეს.
ჟურნალისტებთან საუბარში ანა ნაცვლიშვილი დროებით საგამოძიებო კომისიაში თამარ ჟვანიას დაბარებას გამოეხმაურა.
„როცა ამ თანამდებობაზე თამარ ჟვანია ინიშნებოდა, ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი, რომ ამ სიტყვების თქმა მომიწევდა, მაგრამ თამარ ჟვანიას საჯაროდ ერთადერთ რამეს ვეტყოდი – მას ერთადერთი, რაც შეუძლია, გააკეთოს უკეთესი საარჩევნო გარემოსთვის და სახელმწიფოსთვის, ეს არის მისი გადადგომა”, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.
2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრების კითხვებს დღეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია უპასუხებს.