ანა ნაცვლიშვილი - სრულიად აღმაშფოთებელია, როგორ თამაშობენ ადამიანები „ქართული ოცნებიდან“ სახელმწიფო ინსტიტუციებით
სრულიად აღმაშფოთებელია, როგორ თამაშობენ ადამიანები „ქართული ოცნებიდან“ სახელმწიფო ინსტიტუციებით, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა სალომე ზურაბიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომლიც მიხედვითაც, ზურაბიშვილი ინფორმირებული არ ყოფილა ილჰამ ალიევის ვიზიტზე.
ნაცვლშვილის თქმით, „ქართული ოცნება“ სახელმწიფოსა და სახელმწიფო ინსტიტუციების წინააღმდეგ მოქმედებს.
„არ ვიცი, კიდევ რა ტიპის უმსგავსობა შეიძლება, იყოს ჩადენილი სახელმწიფოსა და სახელმწიფო ინსტიტუციების წინააღმდეგ, რომ ამას გაუტოლდეს. რაც მოხდა, აბსოლუტურად წარმოუდგენელია. ამაზე პასუხი უნდა გაგცეთ მთავრობამ და პრემიერ-მინისტრმა. რა თქმა უნდა, ამაზე მაქვს პროფესიონალური და მოქალაქეობრივი პოზიცია, რომ სრულიად აღმაშფოთებელია, როგორ თამაშობენ ადამიანები „ქართული ოცნებიდან“ სახელმწიფო ინსტიტუციებით. წარმოდგენაც კი მიჭირს, ეს ნიუსი რომ ითარგმნება, აზერბაიჯანში ან საქართველოს სხვა პარტნიორ რომელიმე ქვეყანაში, რა განწყობა უნდა დატოვოს ამ ტიპის მოცემულობამ“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ რომ სალომე ზურაბიშვილი არ ყოფილა ინფორმირებული ილჰამ ალიევის საქართველოში სამუშაო ვიზიტის შესახებ.