ანა ნაცვლიშვილი - საარჩევნო გარემო ცხადყოფდა, რომ „ქართული ოცნება“ ყველაფერზეა წამსვლელი, რათა მოებღაუჭოს და შეინარჩუნოს ძალაუფლება
საარჩევნო გარემო ცხადყოფდა, რომ „ქართული ოცნება“ ყველაფერზეა წამსვლელი, რათა მოებღაუჭოს და შეინარჩუნოს ძალაუფლება, მათ შორის უკანონობებზე, ძალადობაზე, – ამის შესახებ პარტია „ლელო საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.
„ჩვენ ვნახეთ ძალიან საგანგაშო ფაქტები რუსთავში, სამეგრელოში, ასევე არის სერიოზული გადაცდომები და კანონდარღვევებია დაფიქსირებული პირველიდან მეორე ტურამდე პერიოდში. მიუხედავად ამისა, მჯერა, რომ ხალხის ნება და ვერდიქტი გაიმარჯვებს და მას წინ ვერ აღუდგება ხელისუფლების გავეშებული, სრულიად მოუთოკავი და ძალიან სამარცხვინო ვნება იმის, რომ როგორმე შეინარჩუნონ ძალაუფლება. ხალხის ნება გადაწონის ყველა უმსგავსობას და უკანონობას“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.