ანა ნაცვლიშვილი - ქართველი ხალხი არჩევნებზე პრინციპულად, მკაფიოდ დააფიქსირებს სათქმელს, ისევე როგორც რუსთაველზე, სადაც ყველა თაობა დადგა და გაემიჯნა რუსული ხელისუფლების მოქმედებებს
ქართველი ხალხი არჩევნებზე პრინციპულად და მკაფიოდ დააფიქსირებს თავის სათქმელს. რუსთაველზე ყველა თაობა დადგა და ძალიან მკაფიოდ, სრულიად მშვიდობიანად გაემიჯნა რუსული ხელისუფლების მოქმედებებს, – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყნის ამჟამინდელი რუსული ხელისუფლება იმ ხელისუფლებით არის შესაცვლელი, რომელიც მოემსახურება არა კრემლის ინტერესებს, არამედ ამ ქვეყნისას.
„მოცემულ უკიდურესად მძიმე ვითარებაში, როდესაც საქართველოს ხელისუფლებამ, რომელიც ღიად არის ჩამდგარი ოკუპანტი სახელმწიფოს მსახურებაში, დაიწყო კონსტიტუციური გადატრიალება. რუსული კანონი სხვა არაფერია, თუ არა კონსტიტუციის გვერდის ავლით სახელმწიფოს საგარეო კურსიდან და საშინაო პრიორიტეტებიდან გადახვევა. რუსული კანონის საბოლოოდ მიღებით, თუ ეს მოხდება, საქართველოს ევროპული კურსის გადახვევა, ევროკავშირიდან საქართველოს დაშორება მოხდება განაცხადთან, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს ეკუთვნით“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
მისი თქმით, საქართველოს ათასობით მოქალაქე, ყველა თაობა დადგა რუსთაველზე და ძალიან მკაფიოდ, სრულიად მშვიდობიანად გაემიჯნა რუსული ხელისუფლების მოქმედებებს.
„საქართველოს ათასობით მოქალაქე, ყველა თაობა დადგა რუსთაველზე და ძალიან მკაფიოდ, სრულიად მშვიდობიანად გაემიჯნა რუსული ხელისუფლების მოქმედებებს. ასევე, პრინციპულად და მკაფიოდ დააფიქსირებს ქართველი ხალხი თავის სათქმელს არჩევნებზე. დავესესხები არაჩვეულებრივ გამონათქვამს, რომელიც ეკუთვნის ქართველ სპორტსმენს, კოტე მაჩაბელს და ვიტყვი, დიახ, ამ ქვეყანას უნდა ჰყავდეს ქართული ხელისუფლება. გეგმაა – შევცვალოთ რუსული ხელისუფლება იმ ხელისუფლებით, რომელიც მოემსახურება არა კრემლის ინტერესებს, არამედ ამ ქვეყნისას. ჩვენ, პოლიტიკოსები, გავაკეთებთ იმას, რასაც ქართველი ხალხი დაგვიკვეთავს“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.