ანა ნაცვლიშვილი - ნატო-სთან დაკავშირებულ საპარლამენტო პოზიციას ყველა ვუერთდებით
ნატო-სთან დაკავშირებულ საპარლამენტო პოზიციას ყველა ვუერთდებით, – ამის შესახებ ფრაქცია „ლელოს“ წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ერთობლივი განცხადების ტექსტში ოპოზიციური ფლანგის მოსაზრებების გათვალისწინებაც მოხდა, რაც მისასალმებელია.
„ნატო-სთან დაკავშირებულ საპარლამენტო ოპოზიციას ყველა ვუერთდებით. ეს არის ზეპარტიული საკითხი და საქართველოს ნატო-ში ინტეგრაცია არის ჩვენი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების მთავარი ფოკუსი. ამიტომ ეს არის ყველას შეთანხმებული ვერსია. ამავე დროს უნდა ვთქვა, ძალიან პოზიტიური და აღსანიშნავია, რომ ტექსტზე იყო კონსულტაციები და არაერთი საკითხი, რომელიც დაისვა ოპოზიციური ფლანგიდან, დღეს ასახულია ტექსტში, რაც არის კარგი მაგალითი იმისა, რომ როდესაც ქვეყნის ინტერესი არის ძალიან მაღალი, უნდა მოვახერხოთ საკითხების ირგვლივ გაერთიანება, რაოდენ დიდი განსხვავებაც არ უნდა ჰქონდეთ პოლიტიკურ ძალებს ერთმანეთთან“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.
14 ივნისს ბრიუსელში ნატო-ს სამიტთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის სახელით მომზადდა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ პარტიები ერთიანი არიან საქართველოს ნატო-ში გაწევრების მხარდაჭერაში.