ანა ნაცვლიშვილი - გადახედვას არ ექვემდებარება უკვე აღიარებული ფაქტი, რომ საქართველოსთან ომი რუსეთმა დაიწყო
საქართველო არის ოკუპირებული ქვეყანა და გადახედვას არ ექვემდებარება უკვე აღიარებული ფაქტი, რომ საქართველოსთან ომი დაიწყო რუსეთმა, – ამის შესახებ ჟურნალსიტებს საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, ანა ნაცვლიშვილმა განუცხადა.
როგორც ნაცვლიშვილმა აღნიშნა, საუკუნეების განმავლობაში, ისტორიულად რუსეთი ებრძოდა საქართველოს სახელმწიფოებრიობას და ტერიტორიულ მთლიანობას.
„აქედან გამომდინარე, ერთ-ერთი უმთავრესი, ყველაზე მნიშვნელოვანი ფუნქცია პრეზიდენტის არის საქართველოს ადვოკატირება, განსაკუთრებით საერთაშორისო ასპარეზზე. მსოფლიოს დღის წესრიგში მუდმივად უნდა იდგეს ოკუპაციის, რუსეთის როგორც ოკუპანტის, თემა. შესაბამისად, ვინც არ უნდა დაიკავოს პრეზიდენტის პოზიცია, მისი უმთავრესი ფუნქცია იქნება სწორედ საქართველოს, როგორც ოკუპირებული ქვეყნის, საერთაშორისო ასპარეზზე წარმოჩენა და რუსეთის მხილება“,-აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.