ანა ნაცვლიშვილი - აუცილებელია, ზაზა ოქუაშვილის უმძიმეს ბრალდებებზე საზოგადოებამ დამაჯერებელი და სწრაფი პასუხები მიიღოს
აუცილებელია ზაზა ოქუაშვილის ბრალდებებს პასუხი გაეცეს როგორც სამართალდამცველი უწყებების მხრიდან, ასევე პოლიტიკური ხელმძღვანელებისგან, – ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია რომ ოქუაშვილის ბრალდებებზე საზოგადოებამ დამაჯერებელი და სწრაფი პასუხები მიიღოს.
„ძალიან მძიმე ბრალდებები მოვისმინეთ. აუცილებელია, რომ ამ ბრალდებებს პასუხი გაეცეს. აქ სამართლებრივი კომპონენტია, რომელიც სამართალდამცავი უწყებების კომპეტენციას მიეკუთვნება, მაგრამ ამ კითხვებს პოლიტიკური ხელმძღვანელების მხრიდან გაცემული პასუხები სჭირდება, რომელიც დამაჯერებელი იქნება და საზოგადოებაში კითხვებს აღარ დატოვებს.
პრეზიდენტს და ადმინისტრაციას რა კითხვები აქვს, ეს ამ შემთხვევაში პირველხარისხოვანი არ არის. პირველხარისხოვანია ძალიან მძიმე შთაბეჭდილება, რომელიც ამ ქვეყნის მოქალაქეებს გუშინდელი ეთერის შემდეგ დაგვრჩა. მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეებს ამ უმძიმეს ბრალდებებზე დამაჯერებელი პასუხები მიეცეთ. ეს უსწრაფესად უნდა მოხდეს”,- განაცხადა ნაცვლიშვილმა.