ანა მალიარი - უკრაინის ძალებს წარმატება აქვთ ბახმუტისა და მელიტოპოლის მიმართულებებზე
უკრაინის თავდაცვის ძალებს წარმატება აქვთ ბახმუტის მიმართულებით კლეშეევკის რაიონში და ზაპოროჟიეს ოლქის ვერბოვოესა და ნოვოპროკოპოვკის რაიონებში. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალიარი იტყობინება.
ანა მალიარის ცნობით, ამჟამად ყველაზე აქტიური საბრძოლო მოქმედებები არის ბახმუტის მიმართულებით, სადაც ბახმუტიდან სამხრეთით შეტევითი ოპერაცია გრძელდება.
„ახლა ცხელი წერტილებია კლეშეევკასა და კურდიუმოვკაში. კლეშეევკას რაიონში შეტევითი მოქმედებების შედეგად ჩვენს თავდაცვის ძალებს აქვთ წარმატება. მოწინააღმდეგე წარუმატებლად ცდილობდა ჩვენი თავდაცვის გარღვევას დონეცკის ოლქის იაგოდნისა და ბოგდანოვკის რაიონებში“, – აღნიშნავს თავდაცვის მინისტრის მოადგილე.
მისივე ცნობით, თავდაცვის ძალები შეტევით ოპერაციას განაგრძობენ მელიტოპოლის მიმართულებით, რის შედეგადაც საოკუპაციო ძალები მნიშვნელოვან დანაკარგს განიცდის. უკრაინელი სამხედროები აიძულებენ მტერს დაკავებული პოზიციებიდან უკან დახევას.
„გვაქვს ნაწილობრივი წარმატება ზაპოროჟიეს ოლქის ვერბოვოესა და ნოვოკარპოვკის რაიონებში, განვდევნით მოწინააღმდეგეს დაკავებული პოზიციებიდან და ვამაგრებთ დაკავებულ პოზიციებს“, – წერს მალიარი.