ანა მალიარი - უკრაინელებმა ზაპოროჟიეს ოლქის სოფელი რობოტინო მთლიანად გაათავისუფლეს
უკრაინელებმა ზაპოროჟიეს ოლქის სოფელი რობოტინო მთლიანად გაათავისუფლეს, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა მალიარმა განაცხადა.
„რობოტინო გათავისუფლებულია და შემდგომში ჩვენი ჯარები ამ დასახლების სამხრეთ-აღმოსავლეთით გადაადგილებას განაგრძობენ”, – აღნიშნა მალიარმა.
მისივე თქმით, რუსეთის სასტიკი წინააღმდეგობის მიუხედავად, უკრაინის შეიარაღებული ძალები ნოვოპროკოპოვკასა და ოჩერეტოვატისკენ წინსვლას განაგრძობენ.
ამასთან, უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ უკრაინელებმა გაათავისუფლეს კიდევ ერთი კვადრატული კილომეტრი ბახმუტის მიმართულებით, სადაც საერთო ჯამში უკრაინის 44 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია გაათავისუფლეს.