ანა კასრაძე - როცა ადამიანებს სეირნობის უფლება მივეცით, მათ ჯგუფებად დაიწყეს სიარული, რამდენიმე ადამიანი ერთად შეიკრიბა, ასე გაიგეს ღია სივრცეში სეირნობა, რაც არასწორია
ანა კასრაძე - როცა ადამიანებს სეირნობის უფლება მივეცით, მათ ჯგუფებად დაიწყეს სიარული, რამდენიმე ადამიანი ერთად შეიკრიბა, ასე გაიგეს ღია სივრცეში სეირნობა, რაც არასწორია

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC), საზოგადოებრივი ჯანმრთელობის რისკებზე მზადყოფნისა და რეაგირების სამმართველოს უფროსის ანა კასრაძის განცხადებით, ფიზიკური დისტანცირების რეკომენდაცია გარკვეულწილად სრულდება, თუმცა არა ყველას მიერ და არა ისე, როგორც საჭიროა.

ანა კასრაძის განმარტებით, სეირნობის უფლება ჯგუფებად სიარულს არ ნიშნავს.

„გარკვეულწილად ეს სრულდება და მადლობა მათ, ვინც ამას ასრულებს, თუმცა ყველანი ვხედავთ, რომ ეს ისე არ ხდება, როგორც უნდა კეთდებოდეს, რაც მძიმე შედეგებამდე მიგვიყვანს. როდესაც ჩვენ ადამიანებს სეირნობის უფლება მივეცით, მათ დაიწყეს ჯგუფებად სეირნობა და რამდენიმე ადამიანი ერთად შეიკრიბა, ასე გაიგეს ღია სივრცეში სეირნობა. ეს არაა სწორი. ღია სივრცეში სეირნობა დასაშვებია, როდესაც ხარ მარტო ან ბავშვთან ერთად და ოჯახის ერთ წევრთან ერთად, იცავ დისტანციას სხვა მოსეირნეებთან ერთად“ , – აღნიშნა ანა კასრაძემ.