ანა კასრაძე აცხადებს, რომ დღემდე არ არსებობს მყარი მტკიცებულება, შესაძლებელია თუ არა კორონავირუსით ხელახლა ინფიცირება
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის რისკებზე მზადყოფნის რეაგირების სამმართველოს უფროსის, ანა კასრაძის განცხადებით, ჯერჯერობით არ არსებობს მყარი მტკიცებულება, შესაძლებელია თუ არა ვირუსგადატანილი ადამიანის ხელახლა ინფიცირება.
„გვჭირდება, გავიდეს გარკვეული პერიოდი და რეინფექციის შემთხვევები შევაფასოთ. ჯერჯერობით, მსოფლიოში არსებული კვლევებით ის შემთხვევები, რომლებიც დაუშვეს, რომ იყო რეინფექცია, აღმოჩნდა რომ იყო ნარჩენი ვირუსი, ანუ არ იყო ბოლომდე ვირუსის ელიმინაცია ორგანიზმიდან.
შესაბამისად, რეინფექცია შესაძლებელია თუ არა, ამის შესახებ მტკიცებულება მყარი და საკმარისი რაოდენობით არ არსებობს. ვფიქრობ, ამაზე მეტი მტკიცებულება გარკვეული პერიოდის შემდეგ იქნება“, – აღნიშნა ანა კასრაძემ.