ანა ფოტიგა - კრემლის სისხლიან რეჟიმთან დაახლოების მავნე პოლიტიკის საფასური „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობამ უნდა გადაიხადოს, ჩვენ არ უნდა დავსაჯოთ ქართველი ხალხი
კრემლის სისხლიან რეჟიმთან დაახლოების მავნე პოლიტიკის საფასური სწორედ „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობამ უნდა გადაიხადოს. ჩვენ არ უნდა დავსაჯოთ ქართველი ხალხი, რომელიც რეპრესიების მიუხედავად, გაბედულად იცავს ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში გაწევრიანების სურვილს, – ამის შესახებ ევროპარლამენტის წევრი ანა ფოტიგა „ტვიტერის“ გვერდზე წერს.
როგორც ფოტიგა წერს, აფასებს ჰელსინკის კომისიის მოქმედებას ქართველების დემოკრატიისა და ევროპული არჩევანის დასაცავად.
„ევროპამ უნდა მიიღოს ჩვენი საკუთარი MEGOBARI აქტი, რათა გავაგზავნოთ მკაფიო გზავნილი: ჩვენ თვალს არ დავხუჭავთ საქართველოს რუსეთის გავლენის სფეროში ეტაპობრივ გადასვლაზე“, – წერს ევროპარლამენტის წევრი ანა ფოტიგა.