ანა ფოტიგა - გუშინდელი მრავალპარტიული შეთანხმება არის საქართველოს ევროატლანტიკური მომავლისკენ გადადგმული ნათელი ნაბიჯი
გუშინდელი მრავალპარტიული შეთანხმება არის საქართველოს ევროატლანტიკური მომავლისკენ გადადგმული ნათელი ნაბიჯი, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ანა ფოტიგამ განაცხადა.
„მადლობას ვუხდი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს ამ ძალისხმევის სათავეში ჩადგომისთვის. ველოდები ნიკა მელიასა და გიორგი რურუას ციხიდან გათავისუფლებას და ყველა ვალდებულების შესრულება“, – განაცხადა ანა ფოტიგამ.
19 აპრილს, ორბელიანების სასახლეში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ პარტიებისთვის წარდგენილ დოკუმენტზე „საქართველოს სამომავლო გზა“ ხელმოწერა გაიმართა.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა პოლიტიკურ პარტიებს ახალი დოკუმენტი რამდენიმე დღის წინ წარუდგინა. კერძოდ, შარლ მიშელის წარდგენილი ახალი დოკუმენტის მიხედვით, 2022 წელს დაინიშნება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, თუ მმართველი პარტია ადგილობრივ არჩევნებში 43 პროცენტზე ნაკლებს მიიღებს.
ამასთან, შარლ მიშელის დოკუმენტის მიხედვით, შეთანხმების გაფორმებიდან ერთ კვირაში მხარეებმა პოლიტიზებულად აღქმული ორი საქმე უნდა განიხილონ.