ანა ფოტიგა აცხადებს, რომ „ევროპული კონსერვატორებისა და რეფორმისტთა“ ჯგუფი გამართავს პანელს, რომლის მთავარი თემა იქნება „ოლიგარქი, რუსული კავშირები, ომი უკრაინაში და საქართველოს მომავალი“
პოლონელი ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ევროპარლამენტის „ევროპული კონსერვატორებისა და რეფორმისტთა“ ჯგუფის მიერ ორგანიზებულ პანელს აანონსებს, რომელიც 29 ნოემბერს გაიმართება და მისი მთავარი თემა „ოლიგარქი, რუსული კავშირები, ომი უკრაინაში და საქართველოს მომავალი“ იქნება.
„საქართველო კოლექტიურ დასავლეთს ეკუთვნის. ქსელი, რომელიც ცდილობს, ქვეყანა შეინარჩუნოს რუსული სამყაროს გავლენის ქვეშ, უნდა გამოაშკარავდეს და ჩვენ სწორად უნდა მივუდგეთ ამ პრობლემას და დავრწმუნდეთ, რომ საქართველოს მომავალი ტრანსატლანტიკურ ოჯახშია“, – წერს ფოტიგა „ტვიტერში“.
პანელის დისკუსიაში, ანა ფოტიგას გარდა, ასევე მონაწილეობენ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი პრესსპიკერი და ეუთო-სა და საქართველოში ყოფილი ელჩი იან კელი, ჯორჯ ბუშის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი დევიდ კრამერი, პარიზის პოლიტიკურ სწავლებათა ინსტიტუტის პროფესორი, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს ყოფილი მინისტრი თორნიკე გორდაძე, უმაღლესი რადას წევრი ალექსი გონჩარენკო და „ქართული ლეგიონის“ მეთაური მამუკა მამულაშვილი.