ანა ფოტიგა - 25 წლის წინ პუტინს ძალაუფლება მისცეს, რათა ბოროტების იმპერია ხელახლა აეშენებინა, ასეთი დიქტატორების დაცემა საარჩევნო უბნებთან არ ხდება
სისტემა, რომელიც მოსკოვურ იმპერიალიზმს მართავს, არ გაჩერდება, ვიდრე ის გადამწყვეტად არ დამარცხდება, – ამის შესახებ ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა სოციალურ ქსელში წერს.
ფოტიგას თქმით, 25 წლის წინ პუტინს ძალაუფლება მისცეს იმისთვის, რათა ბოროტების იმპერია ხელახლა აეშენებინა.
„ისტორიიდან ვიცით, რომ ასეთი დიქტატორების დაცემა საარჩევნო უბნებთან არ ხდება. სისტემა, რომელიც მოსკოვურ იმპერიალიზმს მართავს, არ გაჩერდება, ვიდრე ის გადამწყვეტად არ დამარცხდება“, – წერს ფოტიგა.