ანა ფოტიგა – 25 წლის წინ პუტინს ძალაუფლება მისცეს, რათა ბოროტების იმპერია ხელახლა აეშენებინა, ასეთი დიქტატორების დაცემა საარჩევნო უბნებთან არ ხდება
სისტემა, რომელიც მოსკოვურ იმპერიალიზმს მართავს, არ გაჩერდება, ვიდრე ის გადამწყვეტად არ დამარცხდება, – ამის შესახებ ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა სოციალურ ქსელში წერს.
ფოტიგას თქმით, 25 წლის წინ პუტინს ძალაუფლება მისცეს იმისთვის, რათა ბოროტების იმპერია ხელახლა აეშენებინა.
„ისტორიიდან ვიცით, რომ ასეთი დიქტატორების დაცემა საარჩევნო უბნებთან არ ხდება. სისტემა, რომელიც მოსკოვურ იმპერიალიზმს მართავს, არ გაჩერდება, ვიდრე ის გადამწყვეტად არ დამარცხდება“, – წერს ფოტიგა.
#Putin was given power 25 years ago with the goal of rebuilding the evil empire. We know from history that this type of dictator’s downfalls do not happen at polling stations. The system that runs #Muscovite imperialism will not stop until it is decisively defeated.
— Anna Fotyga (@AnnaFotyga_PE) March 18, 2024