ანა დოლიძე - პროკურატურამ და მართლმსაჯულებამ პასუხები გასცეს ოთარ ფარცხალაძესთან მიმართებით არსებულ კითხვებს, თუ ეს პროცესი დაიწყო, მივესალმები
ანა დოლიძე - პროკურატურამ და მართლმსაჯულებამ პასუხები გასცეს ოთარ ფარცხალაძესთან მიმართებით არსებულ კითხვებს, თუ ეს პროცესი დაიწყო, მივესალმები

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ანა დოლიძე აცხადებს, რომ პროკურატურამ და მართლმსაჯულებამ პასუხები გასცეს ოთარ ფარცხალაძესთან მიმართებით არსებულ კითხვებს.

მისივე თქმით, ოთარ ფარცხალაძესთან მიმართებით ბევრი კითხვა არსებობს, მათ შორის ​ოთარ ფარცხალაძესა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის იმჟამინდელ ხელმძღვანელ ლაშა თორდიას შორის კაფე „ელ-ცენტროში“ მომხდარ ინციდენტზე.

„ჩემთვის ცნობილია, რომ საზოგადოებაში იყო ძალიან ბევრი კითხვა ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებით. მათ შორის ამ ფაქტთან დაკავშირებითაც. რა თქმა უნდა, მე, როგორც საზოგადოების წევრს მაინტერესებს, რომ პროკურატურამ და მართლმსაჯულებამ პასუხები გასცეს ყველა ამ კითხვას და თუ ეს პროცესი დაიწყო, მხოლოდ მივესალმები“, – განაცხადა ანა დოლიძემ.

პირველი არხის ინფორმაციით, ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს დღეს ბრალი წარედგინა. ამ დროისთვის არ კონკრეტდება, თუ რომელ საქმეზე დაიწყო ყოფილი მთავარი პროკურორის სისხლის სამართლებრივი დევნა და რომელი მუხლით.