ოთარ ფარცხალაძეს ბრალი წარედგინა

22:00, 05.11.2018

პირველი არხის ინფორმაციით, ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს დღეს ბრალი წარედგინა.

ამ დროისთვის არ კონკრეტდება, თუ რომელ საქმეზე დაიწყო ყოფილი მთავარი პროკურორის სისხლის სამართლებრივი დევნა და რომელი მუხლით.

ამასთან, როგორც ცნობილია, ოთარ ფარცხალაძე დღეს პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა.

მსგავსი