ანა დოლიძე - ჩვენი ამოცანაა, რომ არჩევნებს არ გადავაყოლოთ მორალი, ზნეობა და პატივისცემა 
ანა დოლიძე - ჩვენი ამოცანაა, რომ არჩევნებს არ გადავაყოლოთ მორალი, ზნეობა და პატივისცემა 

ჩვენი ამოცანაა, რომ არჩევნებს არ გადავაყოლოთ მორალი, ზნეობა, პატივისცემა და გარკვეული სტანდარტები რომელიც საზოგადოებაში გვაქვს, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ განაცხადა.

როგორც ანა დოლიძემ აღნიშნა, საზოგადოება აწესებს წითელ ხაზებს, რომლის იქითაც გადასვლა ითვლება უსამართლო თამაშად, შეურაცხყოფად და არაზნეობრივ ქცევად.

„წითელ ხაზებში შედის ადამიანის საწოლ ოთახში ძრომიალი. ეს არ არის პირველი შემთხვევა, მე გამახსენდა კოტე იოსელიანის განცხადება, მაშინ მამუკა ბახტაძესთან დაკავშირებით, მან ბოდიში მოიხადა. დღეს ეს განცხადება, ნიკა გვარამიას განცხადებას ვგულისხმობ, რაზეც მან ახლა მოიხადა ბოდიში და ეს ძალიან კარგია, არ არის სასირცხვილო. აქვე შედის შეურაცხყოფები, პირადი თავდასხმები, სხვადასხვა მეტსახელნი, რომლებსაც კანდიდატები და მათი მომხრეები ერთმანეთს უწოდებენ. ჩვენი საზოგადოება, ბევრად უფრო მეტს იმსახურებს ვიდრე ის ნიაღვარი ნეგატივისა და შეურაცხყოფის, რაც გადმოდინდება ტელევიზორიდან. რეალურად ჩვენ მოვითხოვთ, რომ ორივე მხარემ დაიცვას ის ფარგლები, რომელსაც ჰქვია პატივისცემის ფარგლები. აკრიტიკონ ერთმანეთი საქმეზე, მაგრამ დაიცვან ის წითელი ხაზები, ის ფარგლები რომელსაც საზოგადოება უკვეთავს”, – განაცხადა ანა დოლიძემ.