ანა ბუჩუკური - „ნაციონალური მოძრაობა“ ისევ გადის პარლამენტიდან, ოღონდ ვერ გაურკვევიათ, მანდატებს ტოვებენ თუ მაინც იღებენ ხელფასებს, საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი კომიკურია
პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ჯერ არ შემოდიოდნენ პარლამენტში, „პუფები“ გვეძახეს, შემდეგ შემოვიდნენ, ახლა ისევ გადიან, ოღონდ ვერ გაურკვევიათ, მანდატებს ტოვებენ თუ მაინც ხელფასებს იღებენ, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ბუჩუკურმა განაცხადა.
მისივე თქმით, საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი კომიკურია.
„ჯერ არ შემოდიოდნენ პარლამენტში და „პუფები“ გვეძახეს, მერე შემოვიდნენ, ოღონდ თან სიები ჩახსნეს. სიები რომ ჩახსნეს, მერე სანანებელი გაუხდათ, რადგან მანდატები დაკარგეს. ეს მანდატები ჰაერიდან მოსული კი არ არის, ხალხი გვაძლევს ამ მანდატებს. შემდეგ გადიოდნენ, მერე დარჩნენ, რაღაც ეტაპზე ისევ გადიოდნენ, შემდეგ ისევ დარჩნენ. ახლა ისევ გადიან, ოღონდ ჯერ ვერ გაურკვევიათ, მანდატებს ტოვებენ, ხელფასებს იღებენ თუ რა რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას. ანუ, საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი არის კომიკური“, – განაცხადა ანა ბუჩუკურმა.
ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა გუშინ განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო ცხოვრებაში მონაწილეობის მიღებას აღარ აპირებს. საკითხთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა დღეს ბრიფინგი გამართეს საქართველოს პარლამენტში, სადაც განაცხადეს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ აღარ მიიღებს მონაწილეობას საპარლამენტო საქმიანობაში და გააგრძელებენ კონსულტაციებს მანდატების დატოვებაზე.