დეპუტატი ანა ბუჩუკური - გიდასტურებთ, რომ გიორგი გახარია ჩემი მეგობარია, დღეს მეტ კომენტარს ვერ გავაკეთებ
დეპუტატი ანა ბუჩუკური - გიდასტურებთ, რომ გიორგი გახარია ჩემი მეგობარია, დღეს მეტ კომენტარს ვერ გავაკეთებ

ბევრ კომენტარს არ გავაკეთებ, გიორგი გახარიამ თავად თქვა, რომ პოლიტიკიდან არ მიდის და უახლოეს მომავალში საზოგადოებას გააცნობს მის გეგმებზე, – ამის შესახებ პარლამენტის წევრმა, ანა ბუჩუკურმა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას გუშინდელ განცხადებებზე კომენტირებისას აღნიშნა.

„გიდასტურებთ, რომ გიორგი გახარია ჩემი მეგობარია, წლების განმავლობაში ერთად ვმუშაობდით. დღეს მეტ კომენტარს ვერ გავაკეთებ“, – განაცხადა ანა ბუჩუკურმა.

საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ წავკისში, საკუთარ სახლთან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს.

„მიუხედავად იმისა, რომ უამრავი სხვადასხვა ჭორი დადიოდა, არსად წასვლას არ ვაპირებ. მეტიც – არც პოლიტიკიდან წავალ. რეალურად, გეგმებს მივყვებით, ჩვენს დღის წესრიგს, რაც მოგვცემს შესაძლებლობას და საშუალებას, უახლოეს პერიოდში ყველაფერი დეტალურად გაგიზიაროთ და მოგიყვეთ. ეს არის, დღეს რისი თქმაც მინდოდა. დროებით, მალე შევხვდებით“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ასევე, გიორგი გახარიამ „ტვიტერზე“ დაწერა, რომ მუშაობს პოლიტიკურ დღის წესრიგზე. მისი თქმით, საქართველოს სჭირდება პოლიტიკური პოლარიზაციის აღმოფხვრა და ევროპული მომავლისთვის რეალური დღის წესრიგის შემუშავება.