ანა ბუჩუკური - ბოკერია პარლამენტის წევრებს ამუნათებს, დეპუტატის მანდატები დატოვეთო და ამასობაში, საკრებულოებში დაუწყია გამოძიების ჩატარება და საკრებულოს წევრებს დასდევს
გიგა ბოკერია პარლამენტის წევრებს ამუნათებს, დეპუტატის მანდატები დატოვეთო და ამასობაში საკრებულოებში დაუწყია გამოძიების ჩატარება, ბრიფინგებს ატარებს და საკრებულოს წევრებს დასდევს, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ბუჩუკურმა განაცხადა.
მისივე თქმით, ბოკერია პარლამენტს არაფრად აგდებს და საკრებულოების საკითხებს ბრიფინგებს უძღვნის.
„გიგა ბოკერია პარლამენტს არაფრად აგდებს და ამ ფონზე დაკავებულია იმით, რომ საკრებულოების თემებს ბრიფინგებს უძღვნის. გაუჭირდა თუ არა ბოკერიას, ინტერპრეტაცია თქვენ გააკეთეთ. ვწუხვარ, რომ მედიის ყურადღება საკრებულოს ამბებზე ნაკლებად არის მიმართული. საკრებულოებში ჩვენმა გუნდმა და გიორგი გახარიამ რა გააკეთეს? „ქართული ოცნება“ ოპოზიციაში გადაიყვანეს და „ნაციონალურ მოძრაობას“ რევანშის უფლება არ მისცეს“, – განაცხადა ანა ბუჩუკურმა.