ან ლინდე - შვედეთი მხარს უჭერს ევროკომისიის რეკომენდაციებს კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე უკრაინისა და მოლდოვისთვის, ასევე საქართველოსთვის, როგორც კი პრიორიტეტები შესრულდება
16:26, 17.06.2022
შვედეთი სრულად უჭერს მხარს ევროკომისიის რეკომენდაციებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე უკრაინისთვის და მოლოდოვისთის. ასევე საქართველოსთვის, როგორც კი პრიორიტეტები შესრულდება, – ამის შესახებ შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ან ლინდემ განაცხადა.
მისივე თქმით, შვედეთი მხარს უჭერს ქვეყნების ევროპულ არჩევანს.
„ყველა სახელმწიფოს აქვს სუვერენული უფლება, აირჩიოს საკუთარი გზა. შვედეთი მხარს უჭერს მათ ერთგულებას და ევროპულ არჩევანს“, – წერს ან ლინდე „ტვიტერის“ გვერდზე.
ევროკომისიის რეკომენდაციით, უკრაინას და მოლდოვას უნდა მიენიჭოთ კანდიდატის სტატუსი.
რაც შეეხება საქართველოს, ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკომისია საბჭოს აძლევს რეკომენდაციას, რომ საქართველოს მიენიჭოს ევროპული პერსპექტივა.
„ჩვენ რეკომენდაციას ვაძლევთ საბჭოს, საქართველოს მიენიჭოს ევროპული პერსპექტივა, შეაფასოს, როგორ ასრულებს პირობებს, ვიდრე მივანიჭებთ კანდიდატის სტატუსს“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
🇸🇪 fully supports the Commission’s recommendation on EU candidate status for Ukraine 🇺🇦 and Moldova 🇲🇩. Also for Georgia 🇬🇪 once priorities have been addressed. Every state has the sovereign right to choose their own path. Sweden stands behind their commitment and 🇪🇺 choice!