ან ლინდე – შვედეთი მხარს უჭერს ევროკომისიის რეკომენდაციებს კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე უკრაინისა და მოლდოვისთვის, ასევე საქართველოსთვის, როგორც კი პრიორიტეტები შესრულდება
შვედეთი სრულად უჭერს მხარს ევროკომისიის რეკომენდაციებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე უკრაინისთვის და მოლოდოვისთის. ასევე საქართველოსთვის, როგორც კი პრიორიტეტები შესრულდება, – ამის შესახებ შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ან ლინდემ განაცხადა.
მისივე თქმით, შვედეთი მხარს უჭერს ქვეყნების ევროპულ არჩევანს.
„ყველა სახელმწიფოს აქვს სუვერენული უფლება, აირჩიოს საკუთარი გზა. შვედეთი მხარს უჭერს მათ ერთგულებას და ევროპულ არჩევანს“, – წერს ან ლინდე „ტვიტერის“ გვერდზე.