ამსტერდამში კორონავირუსის საფრთხის გამო, წითელი ფარნების ქუჩაზე კლუბების უმეტესობა დაიხურა
ამსტერდამში „კოვიდ-19“-ის გავრცელების საფრთხის გამო, წითელი ფარნების ქუჩაზე განთავსებული კლუბების უმეტესობა დაიკეტა.
კლუბების მეპატრონეები ამბობენ, რომ გადაწყვეტილება თანამშრომლების და სტუმრების უსაფრთხოების გამო , ასევე „კოვიდ-19“-ის გავრცელების პრევენციის მიზნით მიიღეს.
ბოლო მონაცემებით, ნიდერლანდებში „კოვიდ-19“-ის 1135 შემთხვევაა დაფიქსირებული. დაიღუპა ვირუსით ინფიცირებული 20 ადამიანი.