ამსტერდამის აეროპორტში დიდთოვლობის გამო ასზე მეტი ფრენა გაუქმდა
ამსტერდამის აეროპორტში დიდთოვლობის გამო ასზე მეტი ფრენა გაუქმდა

დიდთოვლობის გამო ამსტერდამის აეროპორტში ფრენები გადაიდო, – ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

როგორც მედია წერს, დიდთოვლობის გამო ამსტერდამის სხიპჰოლის აეროპორტის მიმართულებით 150-მდე ფრენა გაუქმდა.

ამასთან, ჰოლანდიური ავიაკომპანიის, KLM-ის წარმომადგენელმა ადგილობრივ საინფორმაციო სააგენტოს განუცხადა, რომ შუადღისას და საღამოს დაგეგმილი 65 ფრენა გააუქმა.