„ამნესთი ინთერნეიშენალის“ გენერალური მდივანი - აღშფოთებული ვარ „თბილისი პრაიდზე“ მომხდარი ძალადობით, უნდა გამოიძიონ და დააკავონ ძალადობის უკან მდგომი პირები
„ამნესთი ინთერნეიშენალის“ გენერალური მდივანი - აღშფოთებული ვარ „თბილისი პრაიდზე“ მომხდარი ძალადობით, უნდა გამოიძიონ და დააკავონ ძალადობის უკან მდგომი პირები

თბილისში მიმდინარე მოვლენებს ადამიანის უფლებათა დამცველი არასამთავრობო ორგანიზაცია „ამნესთი ინთერნეიშენალის“ გენერალური მდივანი, აგნეს კალამარდი გამოეხმაურა.

„აღშფოთებული ვარ „თბილისი პრაიდზე“ მომხდარი ძალადობით და პოლიციის უმოქმედობით, როდესაც ამ დანაშაულებრივმა ჯგუფებმა „თბილისი პრაიდის“ ოფისი დაარბიეს. საქართველოს ხელისუფლებას ადამიანის უფლებების და LGBTI პირების თავისუფალი გამოხატვის და შეკრების დაცვის ვალდებულება აქვს. მათ უნდა გამოიძიონ და დააკავონ ძალადობის უკან მდგომი პირები“, – ნათქვამია აგნეს კალამარდის „ტვიტერზე“ გამოქვეყნებულ განცხადებაში.