ამირან პაპინაშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა | აბუ დაბის გრანდ სლემი [ვიდეო]
ამირან პაპინაშვილი (60 კგ.) აბუ დაბის დიდი მუზარადის გამარჯვებული გახდა.
ფინალურ შეხვედრაში ქართველი ძიუდოისტი ესპანელ ფრანცისკო გარიგოსს დაუპირისპირდა. სპორტსმენები ტურნირზე წონის ფავორიტებად ითვლებოდნენ და ერთმანეთს დასკვნით მატჩში შეხვდნენ.
შეხვედრა დაძაბული გამოდგა და გამარჯვებული დამატებით დროში გამოვლინდა. ოქროს ქულის დაწყებიდან ოც წამში პაპინაშვილმა მეტოქეს ილეთი გაუკეთა და ოქროს მედალს დაეუფლა. საგულისხმოა, რომ ამირანს გამარჯვების მოპოვება ძირითად დროშიც შეეძლო, დაპირისპირება მისი კარნახით მიმდინარეობდა და ესპანელი დამატებით დროში ორი გაფრთხილებით გადავიდა.
პაპინაშვილმა ფინალში გასასვლელი შეხვედრა წუთსა და 40 წამში დაასრულა, სადაც უზბეკი მეტოქე დააიპონა.